Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ იუზა ევგენიძის დაბადების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა  2023 წლის  24-25 მაისს გამართავს პროფესორ იუზა ევგენიძის დაბადების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.

 კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 30 აპრილამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  levan.beburishvili@tsu.ge  

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

რეგლამენტი:

მოხსენება  – 15 წუთი;

მსჯელობა – 5 წუთი.

სამუშაო ენა: ქართული.

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია, წარმოდგენილი იყოს სტუდენტთა კონფერენციაში.

იხ. თეზისების გაფორმების წესი.

საკონტაქტო პირი: ასისტენტ პროფესორი ლევან ბებურიშვილი